
კონკურსმა "მის საქართველო 2010" სტარტი აიღო. ფინალური შოუს საგზური 23 გოგონას ერგო. ისინი გადიან მოსამზადებელ ეტაპს და იბრძვიან პირველობისთვის. 20 სექტემბერს, 20:00 საათზე ბათუმის შერატონში გაიმართება "მის საქართველო 2010"-ის დასკვნითი, ფინალური შოუ, სადაც გაირკვევა იმ გოგონების ვინაობა ვინც წარადგენს საქართველოს საერთაშორისო კონკურსებზე: "მის მსოფლიო 2010" , "მის სამყარო 2011" და "მის ინტერკონტინენტალი 2011"... საქართველო ახალი მისის მოლოდინშია.....