Sunday, February 20, 2011

საქართველოს ევროვიზიაზე ჯგუფი "ELDRINE" წარადგენს!!!

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით ცნობილი გახდა რომ საქართველოს ევროვიზია 2011-ზე ჯგუფი "ELDRINE" წარადგენს. საქართველო ევროვიზიის კონკურსზე მეოთხედ იღებს მონაწილეობას და პირველად აგზავნის ქვეყნის წარსადგენად ჯგუფს. წინა 3 კონკურსანტი სოლო შემსრულებელი იყო. "ELDRINE"-ს შემადგენლობა ასეთია: თამარ ვადაჭკორია (Eldrine): ლიდ ვოკალი. მიხეილ ჭელიძე (MIKEN): გიტარა. ირაკლი ბიბილაშვილი (BIBO): ბას გიტარა. დავით ჩანგოშვილი (ჩანგო): დასარტყამი ინსტრუმენტები. თამარ შეყილაძე: კეიბორდი, კლავიში. ბესო ციხელაშვილი (Dj BE$$). ევროვიზიის ფინალი 14 მაისს გაიმართება. "ELDRINE"-ს ვულოცავთ გამარჯვებას!!!

No comments: