Thursday, October 14, 2010

"Esquire"-ის "დედამიწის სექსუალური ქალების ატლასში" ნანა გოგიჩაიშვილი მოხვდა

”მის სამყარო 2010”-ის ქართველი მონაწილე ნანა გოგიჩაიშვილი "დედამიწის სექსუალურ ქალთა ატლასში" შევიდა.

„მის სამყაროს ამ მონაწილეს, შეეძლო, სამხრეთ ოსეთში ომი შეეჩერებინა", - ასე დაახასიათა ამერიკულმა ჟურნალმა „ესქუაიერმა" ნანა გოგიჩაიშვილი.

მამაკაცების ჟურნალმა "Esquire"-მა "დედამიწის სექსუალური ქალების ატლასი" გამოაქვეყნა - ეს არის ქალების სია, რომლებსაც რედაქცია ყველაზე სექსუალურებად მიიჩნევს იმ ქვეყნებში, სადაც ისინი დაიბადნენ, გაიზარდნენ და ცხოვრობენ.

ტიტულებს ანიჭებდნენ თვალებისთვის, იდეალური სხეულისთვის, განსაკუთრებული შარმისა და მომხიბლველობისთვის, სპორტული მიღწევებისთვის და სამოქალაქო აქტივობისთვის. ქვეყნის ყველაზე სექსუალურ წარმომადგენლებად "სილამაზის დედოფლებს", მსახიობებს, მომღერლებს, მოდელებს, მოცეკვავეებს, სპორტსმენებს, მწერლებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, პრეზიდენტებსა და დედოფლებს ასახელებდნენ, სიაში ერთ-ერთი კამბოჯელი ყოფილი ტყვე ქალიც კი აღმოჩნდა.

"ატლასის" შემქმნელებს სურდათ, მსოფლიოს რუქაზე არსებული ყველა ქვეყანის მიმზიდველი წარმომადგენელი აღერიცხათ. პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად ამერიკელი მსახიობი მინკა კელი დასახელდა.

სახელმწიფოს მეთაურთა და პრეზიდენტების მეუღლეთა შორის ყველაზე სექსუალურებად არგენტინის პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირჩნერი, აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა, საფრანგეთის პირველი ლედი კარლა ბრუნი და იორდანიის დედოფალი რანია დაასახელეს.

სიაში მსოფლიო კინოვარსკვლავებიც აღმოჩნდნენ - იერუსალიმში დაბადებული ნატალი პორტმანი, რომელიც ისრაელს წარადგენდა, მონაიკა ბელუჩი (იტალია), შარლიზ ტერონი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) და ნატალია ორეირო (ურუგვაი).

"ატლასში" მხოლოდ ორი სახელმწიფოს წარმომადგენელი ვერ მოხვდა - დომინიკის კუნძულისა და ვატიკანის. ვატიკანის წარმომადგენელს "დისკვალიფიკაცია" მას შემდეგ გაუკეთეს, რაც რომის პაპმა ბენედიქტ XVI-მ კათოლიკე მღვდელმსახურების მიერ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებებზე ეკლესიის პასუხისმგებლობა არ აღიარა.

No comments: