Tuesday, November 9, 2010

MISS INTERCONTINENTAL 2010


6 ნოემბერს, დომინიკის რესპუბლიკაში გაიმართა მსოფლიო სილამაზის კონკურსი "მის ინტერკონტინენტალი 2010", სადაც საქართველოს სახელით მონაწილეობდა ნანუკა გოგიჩაიშვილი. კონკურსის გამარჯვებული გახდა პუერტო-რიკოს წარმომადგენელი მაიდელის კოლუნა. მართალია ნანუკა ტოპ-15 გოგონას შორის ვერ მოხვდა, მაგრამ მან საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია. მოდის სამყაროში ერთ ერთი პოპულალური ბლოგის რჩეულებში ის 15 საუკეთესო გოგონას შორის დასახელდა და 4 ნომინაციის გამარჯვებულად ითვლება. შეგახსენებთ რომ საქართველოს სახელით ამ კონკურსზე ნანუკას წინამორბედები იყვნან ხათუნა სხირტლაძე (2008 წელი) და ლიკა ორჯონიკიძე (2009 წელი). ორივე მათგანი ფინალურ შოუზე ტოპ-15 გოგონას შორის დასახელდა. აღსანიშნავია რომ საქართველოს წარმომადგენლები მსოფლიოს სილამაზის კონკურსებზე სულ უფრო და უფრო წინ მიიწევენ. იმედია მალე ჩვენს ერთ-ერთ წარმომადგენელს მაინც დაადგავენ სილამაზის დედოფლისათვის განკუთვნილ გვირგვინს. ჩვენი ბლოგი კი ამით არ წყვეტს არსებობას და კიდევ მოგაწვდით ინფორმაციას სილამაზის კონკურსების შესახებ.

No comments: